weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოვუწოდებთ რუსეთს თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია - აშშ ჩორჩანას მოვლენებზე

11:04 შაბათი, 31 აგვისტო 2019

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ, სიტუაციის ესკალაცია თავიდან აირიდოს.

„ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ“,- ნათქვამია საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას ითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს და ქართულ მხარეს ბლოკპოსტის ასაღებად რამდენიმე საათი განუსაზღვრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში - „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.

30 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ არ გადაიდგმება ნაბიჯები ესკალაციისკენ და მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]