პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებაზე და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან დაახლოებას და გლობალურ საფრთხეებს“,- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან.