weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

11:35 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
ბიძინა გეგიძე, ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური ბიძინა გეგიძე, ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბიძინა გეგიძე უმრავლესობის წევრი აღარ არის. ამის შესახებ, 1 სექტემბერს გამართული სხდომის შემდეგ გია ვოლსკიმ განაცხადა.

„დაგროვდა საკითხები, სადაც უმრავლესობას და ბიძინა გეგიძეს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვს. ამასთანავე, არც თვითონ გამოუჩენია უმრავლესობის მუშაობაში მონაწილეობის სურვილი. ეს არის მთავარი საფუძველი უმრავლესობის გადაწყვეტილების, რომ ბიძინა გეგიძე გავიდეს უმრავლესობიდან, რაც ვფიქრობ ნორმალური, ცივილიზებული გადაწყვეტილებაა“,- თქვა გია ვოლსკიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.

ბიძინა გეგიძეს უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამს. მისი განსხვავებული პოზიცია უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, როდესაც პოლიციამ აქცია „სირცხვილია“ მონაწილეები დაარბია, ბიძინა გეგიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გააკრიტიკა და თქვა, რომ მის ადგილას გადადგებოდა.

ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც იყო დაბარებული ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც იგი მოწმის სახით დაკითხეს. თავად დეპუტატმა სუს-ში მისი დაბარება მმართველი გუნდისადმი გამოთქმულ კრიტიკას დაუკავშირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]