weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ხვალ დილით გახდება ცნობილი

16:07 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
მამუკა ბახტაძე. ფოტო: საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძე. ფოტო: საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ხვალ, 3 სექტემბერს დილით გახდება ცნობილი. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის აქტუალური საკითხი, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„ამ თემაზე გვქონდა გვქონდა კონსულტაციები და გაგრძელდება დღესაც და ხვალ დილითაც. ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება ამ კონსულტაციების შინაარსზე საუბარი. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ სამშაბათ დილას. ხვალ დილით პარტიის ოფისში კიდევ გვექნება შეხვედრა, სადაც გაჟღერდება გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა დღეს, 2 სექტემბერს დატოვა. იგი მთავრობას 1 წლისა და 2 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

გუშინ, 1 სექტემბერს „ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლსეობის წევრებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]