weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა

10:06 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

„მამუკა ბახტაძე მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით. ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით. კარგია თუ ეს კულტურა დარჩება ჩვენს პარტიაში, რომ კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი, დანარჩენი პროცესები დაიწყო და ჩაირთო, ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა და ახალს დაუთმო ადგილი. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე პრემიერის რანგში და კულტურული წასვლისთვის თანამდებობიდან.

მე წარვადგინე პრემიერის ახალი კანდიდატურა დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, გიორგი გახარიას სახით. ამის შემდეგ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქაც კითხვები არ დასმულა. მე ვფიქრობ, რომ გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მამუკა ბახტაძემ პრემიერი-მინისტრის თანამდებობა გუშინ, 2 სექტემბერს დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]