weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მადლობა მამუკა ბახტაძეს კულტურული წასვლისთვის – ივანიშვილი

10:49 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან „კულტურული წასვლისთვის“. როგორც ივანიშვილმა დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ბახტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რადგან ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა.

„მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით, მამუკა ბახტაძე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდათან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენზე პროცესები ჩართო და დაიწყო.

ჩათვალა, რომ მან თავისი სიტყვა თქვა, გზა დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი.

მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასე კულტურული წასვლისთვისაც თანამდებობიდან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივნისიდან იკავებს, გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, 2 სექტემბერს გააკეთა. როგორც მან თქვა, საჯარო პოლიტიკაში კონკრეტული მიზნით და ამოცანით შემოვიდა, რომლის რეალიზაციაც მოხდა. ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას არ განიხილავს. მას თანამდებობაზე შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]