weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიას და მის კანდიდატურებს ექნება მხარდაჭერა - გია ვოლსკი

10:50 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

გიორგი გახარიას და მის კანდიდატურებს ექნება მხარდაჭერა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ნდობა და მხარდაჭერა გახარიას ექნება. მის წარმოდგენილ კანდიდატურებსაც, ცვლილებებსაც ექნება მხარდაჭერა. საერთოდ სამთავრობო აქტივობები, სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა იქნება ინტენსიფიცირებული და თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო გაზრდილი ჩვენი ამომრჩევლის მიმართ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა სამთავრობო ცვლილებების შესახებ კონსულტაციები და მსჯელობა გრძელდება.

გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ცდილობს, ტოლობის ნიშანი დასვას საკუთარ დანაშაულებრივ მმართველობასა და 20 ივნისის მოვლენებს შორის.

„ხელისუფალთა დამოკიდებულება ხალხის მიმართ არის აბსუტლუტურად რადიკალურად განსხვავებული. რაც მოხდა 20 ივნისს, მე ვფიქრობ, არის თავიდან ბოლომდე დანაშაული იმ ადამიანებისა,  ვინც წაახალისა პარლამენტზე შეტევა. ხოლო რაც მოხდა 2012 წლამდე - 26 მაისი და სხვა თარიღები გავიხსენოთ, ეს არის იმ პერიოდის ხელისუფლების დანაშაულები თავისი ხალხის მიმართ: სიკვდილი, წამება და შეურაცხყოფა. ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფს სურს, რომ ტოლობის ნიშანი დასვას ამათ შორის. ეს არის წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სტრატეგია და რასაკვირველია, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

თავად გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს დილით წარადგინა.

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]