weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარიას პრემიერად დასახელებას ოპოზიცია პარლამენტთან გააპროტესტებს

15:13 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
გრიგოლ ვაშაძე გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას 19:00 საათზე პარლამენტთან გააპროტესტებს და მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დააანონსა.

„ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, საზოგადოებამ იმისთვის, რომ გახარიას დამტკიცება პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ მოხდეს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეცვალეთ ეს კანდიდატურა, ნუ გაამწვავებთ დაპირისპირებას. გაერთიანებული ოპოზიციის ყველა წევრს და მხარდამჭერს მოვუწოდებთ, დღეს 7 საათზე პარლამენტთან ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რომ აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ფგუფისგან, რომელიც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არის შეფურთხება სახელმწიფოსთვის: „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაგრძელდეს სამოქალაქო ომი, პოლიტიკური სამოქალაქო ომი, გაგრძელდეს დაპირისპირება და სახელმწიფოს არ მიეცეს ნორმალური განვითარების საშუალება. იმის ნაცვლად, რომ წყნარად და მშვიდად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იცვლება მეორეთი. გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არის შეფურთხება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციუირი სპექტრისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის კონსტიტუციურ უფლებებს და ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ 20 ივნისს და რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს“.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს დილით წარადგინა.

გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]