weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის პროვოკაციის მიზანი შესაძლოა, ამერიკული ჯარების შეყვანა იყოს - ბიბილოვი

09:56 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019
ანატოლი ბიბილოვი. ფოტო: სააგენტო „რესი“ ანატოლი ბიბილოვი. ფოტო: სააგენტო „რესი“

ქართული მხარის მიზანი შესაძლოა, საქართველოში ამერიკული და ევროპული შეიარაღებული ძალების განთავსება იყოს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ ტელეარხ „რასსია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის პროვოკაცია, რომლის მიზანიც დაძაბულობის ესკალაციაა. სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია, იყოს ისეთი შორსმიმავალი გეგმები, რომელშიც შეიარაღებული შეტაკებაც შედიოდეს, რათა შემდეგ დაადანაშაულონ სამხრეთ ოსეთის მხარე და რუსული საოკუპაციო ძალები, როგორც ისინი ეძახიან. შემდეგ უკვე, შესაძლოა, გადაიდგას ნაბიჯები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ან ევროპული შეიარაღებული ძალები განათავსონ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

გასულ კვირაში დე ფაქტო ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გახსნა გააპროტესტა და მისი აღება მოითხოვა. აღნიშნულ საკითხზე მათ ულტიმატუმი დააყენეს 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე და შეხვედრა დატოვეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩორჩანას მიმდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში სხვადასხვა დანიშნულების ძალოვანი სტრუქტურების რაზმები და ჯავშანტექნიკა განათავსა და ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა. საკითხი მხარეებმა უკვე ორ ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილეს და უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმდნენ. ქართული მხარე საპოლიციო საგუშაგოს აღების ან გადატანის საკითხს არ განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]