weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალება არ უნდა ხდებოდეს – გომელაური

16:38 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის შეწყალებისთვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. ამის შესახებ განცხადება გომელაურმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მიუღებელია. არამარტო ეგ - მიმაჩნია, რომ ვისაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს პოლიციელის მკვლელის“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი შეწყალებული - რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად კი საპატიმრო 4 წელიწადში დატოვა. პრეზიდენტმა უარი თქვა განემარტა, რატომ მიიღო პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის შეწყალების გადაწყვეტილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]