weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის გამგებლობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევია

12:08 კვირა, 23 ივლისი 2017

მარნეულის გამგებლობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმამკულიევი იქნება. იმამკულიევი პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ გუშინ, მარნეულში წარადგინეს.

ახმედ იმამკულიევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პარტიის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ახმედ იმამკულიევმა ამომრჩეველთა ხმების 27.85 % (6372 ხმა) მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ - თამაზ ნავერიანმა 72.15 % (16 509 ხმა).

ახმედ იმამკულიევმა „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სხვა 58 ლიდერთან ერთად, მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ შექმნეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]