weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მაკო გომურის და სხვა მოქალაქეების შეშვება მოითხოვა

13:14 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019
ფოტო კადრი TV პირველის ეთერიდან ფოტო კადრი TV პირველის ეთერიდან

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას და მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენაზე, პარლამენტში მოქალაქეების, მათ შორის 20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებული მაკო გომურის შეშვება მოითხოვა.

როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მაკო გომურის სახელზე საშვია დაშვებული, თუმცა პარლამენტში არ უშვებენ.

„მაკო გომურს, რომელსაც თვალი ამოთხარეთ, ბატონო გახარია, აქვს თუ არა უფლება იმყოფებოდეს საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც აქ მიმდინარეობს პროცედურები, რომლითაც აპირებენ, რომ თქვენ დაგაბრძანონ პრემიერ-მინისტრის სავარძელში. მინდა შევახსენო ბიძინა ივანიშვილის მონებს და არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერს, ბატონ თალაკვაძეს და ქალბატონ ჩუგოშვილს, ეს პარლამენტი და თქვენი მანდატები ქართველ ხალხს ეკუთვნის. ქართველ ხალხს კონსტიტუციით და რეგლამენტით აქვს უფლება, ესწრებოდეს საჯარო განხილვებს პარლამენტის შენობაში. ახლა რომ ჩაკეტეთ პარლამენტის შენობა და არავის უშვებთ, მათ შორის თვალებდათხრილ გოგოს, აქვს თუ არა მას უფლება დღეს აქ იყოს, ამ განხილვაზე და მოისმინოს თქვენი პასუხები“, – მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სალომე სამადაშვილმა.

ამ საკითხის განსახილველად და გადასაწყვეტად, ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთწუთიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა გიორგი გახარიას გამოსვლა ისე დაიწყო, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მოქალაქეები არ შეუშვიათ. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები საპროტესტო აქციას მართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]