weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მე თქვენ დაგასრულებთ – გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“

13:46 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას არ ვაპირებ. მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში დარჩებით ქუჩაში“, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში.

გიორგი გახარია და მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის დღეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მოესმინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოქალაქეები არ შეუშვეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ 3 სექტემბერს წარადგინა. ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის ახალ შემადგენლობაში შს მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]