გიორგი გახარია და მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის დღეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მოესმინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოქალაქეები არ შეუშვეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ 3 სექტემბერს წარადგინა. ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის ახალ შემადგენლობაში შს მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.