weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაკო გომური გამოიყენა, მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ – გახარია

14:23 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში დღეს სპექტაკლი მოაწყო. გახარიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იცრუეს, როდესაც განაცხადეს, რომ 20 ივნისის აქციის დროს დაშავებულ მაკო გომურს პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს.

„ის სპექტაკლი, რაც დღეს აქ მოაწყეს, არის დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და ეს არის სიცრუე, ჩვეულებრივი ტყუილი. ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ჩვენ ამიტომ მოვედით. ჩვენი ამოცანაა, მათ ამომრჩევლებთან საუბარი. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომურიც, რომელზეც მათ უბრალოდ, მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ, არის განსახიერება, თუ როგორც აცხოვრებდნენ ისინი წლების განმავლობაში სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს სიცრუე დავასრულოთ“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

გიორგი გახარიასა და მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის დღეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მოესმინა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტში მოქალაქეები არ შეუშვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებდა, რომ საშვის მიუხედავად პარლამენტის შენობაში არ უშვებდნენ არც მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს მიღებული დაზიანებების გამო თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]