weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რატომ არის თავისუფალი ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა? – მაკო გომურის კითხვა გახარიას

16:55 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019
ფოტო © Ana Vakhtangadze/On.ge ფოტო © Ana Vakhtangadze/On.ge

მაკო გომური, რომელსაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კითხვით მიმართავს. მისი მიმართვა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.

„რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია - თავისუფალი?

თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს.

და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა. და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა <3“ – აღნიშნული იყო მაკო გომურის მიმართვაში.

გახარიას განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ წაკითხული ტექსტი შეფასება იყო და არა კითხვა.

„მადლობა, მადლობა შეფასებისთვის“, – თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]