გახარიას ამ თემაზე შეკითხვა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ დაუსვა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, გაასაჯაროვა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყვიების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც, მისივე თქმით, რამდენიმე ორგანიზაციამ მოითხოვა.
„მე არ ვიცი, ვინ მოითხოვა ეს ინფორმაცია. ამაზე არ ვარ ინფორმირებული“, – უპასუხა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მანამდე თქვა, რომ ამ ტყვიებს ყოველთვის გამოიყენებენ მაშინ, როდესაც „სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან, თავდამსხმელებისგან იქნება დასაცავი“.
გიორგი გახარია, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. პარლამენტში გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.