weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ - თორნიკე რიჟვაძე აჭარის ტელევიზიას

22:51 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

„ბოლო დღეებში თქვენგან განსაკუთრებით წამოიჭრა ეს საკითხი და მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ, ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას“, - ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს.

თეონა ბაკურიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კითხვა რეგიონში საკადრო პოლიტიკასა და შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე დაუსვა.

თეონა ბაკურიძე: დავოკდეთ ჩვენ გვითხარით ტელევიზიას თუ ჩემი მისამართით იყო ეს ფრაზა?

მთავრობის მეთაურმა საუბარი გააგრძელა და თქვა, რომ წლის ბოლომდე რეგიონში სამი მილიარდი ლარის ინვესტიცია შევა და 6 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რომელიც 6 000 ძლიერ ქართულ ოჯახს ნიშნავს.

თეონა ბაკურიძე: ბატონო თორნიკე არქივიდან და წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. არ მეთანხმებით, რომ ლეგიტიმურია კითხვა. იცვლებოდნენ პრემიერები, იცვლებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ამიტომ გისვამთ ამ კითხვას, არ ვყვებით ჩვენ ჭორებს და არ ვფიქრობ, რომ სწორია თქვენი შეფასება, როდესაც გვეუბნებით, რომ „დაოკდით“.

თორნიკე რიჟვაძე: ეს თქვენი გადაწყვეტილებაა რას დაეთანხმებით და რა არ მოგეწონებათ.  

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში ხელისუფლება აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ვერ აკონტროლებდა, სამეურვეო საბჭომ უნდობლობა 19 აპრილს გამოუცხადა. ნათია კაპანაძეს თანამდებობაზე სამუშაო ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. იგი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ამასობაში სამეურვეო საბჭომ მეოთხედ გამოაცხადა კონკურსი დირექტორის შესარჩევად, რადგან წინა სამი კონკურსის შედეგად ათამდე კანდიდატიდან დირექტორად ვერავინ შეარჩიეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]