„იქნება არაერთი მწვავე კითხვა ჩვენი მხრიდან. ყველაფერი გვაინტერესებს. გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ქვეყნის განვითარებას, საერთოდ საით მიდის ეს ქვეყანა; გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ხალხის გამოყვანას სიღატაკიდან და გვაინტერესებს, რა პროგრამები არის, რეალისტური, ისე არა ჰაერში რომ სიტყვებს ისვრიან, რეალისტური პროგრამები, რაც მოკლე ვადებში დაეხმარება ადამიანებს, დაძლიონ სიღარიბე“, – აღნიშნა ინაშვილმა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტი ხვალ, 8 სექტემბერს იმსჯელებს. „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.