weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტერმინის „პარლამენტის შენობის შტურმის ღამე“ დასამკვიდრებლად ყველაფერს გავაკეთებთ – გახარია

11:19 შაბათი, 07 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს „პარლამენტის შენობის შტურმის ღამე“ ეწოდოს.

„ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შენობის შტურმის ღამე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ ღამეს არცერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას და როდესაც ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ დღეს აქ, თქვენს წინაშე ვზივართ და პასუხს ვცემთ თქვენს კითხვებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ვართ ჩვენ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული. ამას გამოძიებაც დაადასტურებს და დრო და პოლიტიკური შეფასებებიც“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში, სადაც მის მიერ წარდგენილ მთავრობას ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატები“ წევრები უსმენენ.

რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

20 ივნისის ღამეს გავრილოვის გამო პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ. ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]