weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმით აღება იყო – გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენებზე

15:50 შაბათი, 07 სექტემბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას შეფასებით, 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები „ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმით აღება“ იყო.

„მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, რა მიზანი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი: ეს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა შტურმის საშუალებით პარლამენტის შენობაში შეჭრის მაშინ, როდესაც ამ დროს, ღამის საათებში, როდესაც პარლამენტი არ ფუნქციონირებს, იქ იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, რომელსაც პარლამენტის მუშაობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ამის შემდგომ არსებობდა პოლიტიკური ჯგუფების და პოლიტიკური ლიდერების პირდაპირი მოწოდებები. ისინი ოფიციალურად აცხადებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ „ჩვენ ამ ხალხს ვეღარ ვაკონტროლებთ“.

შესაბამისად, პოლიტიკური შეფასების ნაწილი ძალიან მარტივია - ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გარდაიქმნა ძალადობრივად კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შემდგომ, რომელმაც საბოლოოდ მიიღო ორგანიზებული შტურმის სახე პარლამენტის შენობაზე და ამის შემდგომ გვაქვს შედეგი, როდესაც პოლიტიკური ძალები და ლიდერები, რომლებიც ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, რომელიც ასეთი სამწუხარო შედეგებით დამთავრდა, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებენ, საერთოდ პასუხისმგებლობაზე საუბარიც არ უნდათ. მათი მხრიდან ძალადობრივი გზით პოლიტიკური ბრძლის დაგმობაც არ მოგვისმენია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ვიდრე პოლიცია აქციის დასაშლელად სპეცაღჭურვილობას გამოიყენებდა, პოლიციელებს „თავადმსხმელებმა 300-ზე მეტი ფარი გასტაცეს, 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული, რომელთა მდგომარეობა ბოლომდე არ იყო ცნობილი“. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ ყველაფერს პოლიცია ორსაათნახევარი ითმენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]