weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა ისტორიაში პირველად დავიწყეთ – გახარია

16:13 შაბათი, 07 სექტემბერი 2019

„უფლებამოსილების გადამეტების ინდივიდუალური გამოვლინებები, სამწუხაროდ, დაგვიფიქსირდა. ეს იყო მაგალითად, ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები და რამდენიმე მძიმე ფაქტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით.

გახარიას თქმით, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები „თვითონ პოლიციელებში ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი გახდა“.

„ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, იმიტომ რომ სისტემა უბრალოდ უკვე არის ჯანსაღი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო თუ არა დევნა, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: საქართველოს ისტორიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელზე მსგავს აქციებში მონაწილეობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის დევნა არ დაწყებულა არასდროს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. სისტემა ამასაც გაუძლებს იმიტომ, რომ ჯანსაღია“, – განაცხადა გახარია.

როგორც მან აღნიშნა, ვერავინ გაუჩენს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპლექსს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფიზიკური ძალადობისგან არ დაიცვას.

„იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, იმისთვის, რომ თავდამსხმელებს და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცა შემოვარდეს, ან აქ ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს და დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]