weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტი გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მთავრობას კენჭს დღეს უყრის

10:18 კვირა, 08 სექტემბერი 2019

საქართველოს პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

სხდომას არ ესწრება ფრაქცია „ევროპული საქართველო“. პარლამენტში იმყოფებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრები, თუმცა ისინი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ.

რეგლამენტის თანახმად, გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება, შემდეგ კი კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნებათ. „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის ივნისიდან იყო, 2 სექტემბერს გადაგომის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა, რასაც პარტიის პოლიტსაბჭომ დაუჭირა მხარი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ წარუდგინა. გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური წარუდგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად - ირაკლი ღარიბაშვილი.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]