„ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტი იქნება ჩვენი მთავრობისთვის. ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ჩვენს მსგავს გარდამავალ ეკონომიკებში, სუსტი ინსტიტუციებით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და შემდგომი ათი, ოცი წელი ეს პრიორიტეტი მუდმივად უნდა იდგეს ჩვენს წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობის მიზანი იქნება ეფექტური, გონიერი, სამართლიანი და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი ბიუროკრატია.
მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის ივნისიდან იყო, 2 სექტემბერს გადაგომის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა, რასაც პარტიის პოლიტსაბჭომ დაუჭირა მხარი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ წარუდგინა. გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური წარუდგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად - ირაკლი ღარიბაშვილი.