weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი იქნება – გიორგი გახარია

10:32 კვირა, 08 სექტემბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მის მიერ წარდგენილი მთავრობის პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრთა განახლებული კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

„ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტი იქნება ჩვენი მთავრობისთვის. ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ჩვენს მსგავს გარდამავალ ეკონომიკებში, სუსტი ინსტიტუციებით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და შემდგომი ათი, ოცი წელი ეს პრიორიტეტი მუდმივად უნდა იდგეს ჩვენს წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანი იქნება ეფექტური, გონიერი, სამართლიანი და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი ბიუროკრატია.

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის ივნისიდან იყო, 2 სექტემბერს გადაგომის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა, რასაც პარტიის პოლიტსაბჭომ დაუჭირა მხარი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ წარუდგინა. გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური წარუდგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად - ირაკლი ღარიბაშვილი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]