weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

18:27 კვირა, 08 სექტემბერი 2019

98 დეპუტატის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი;

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი;

მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი;

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი;

ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]