weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა - პრემიერი

17:11 კვირა, 23 ივლისი 2017

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკლესია და სახელმწიფო დამოუკიდებელია, სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა. ამის შესახებ პრემიერმა სოფელ სნოში განაცხადა, სადაც ახალი სასტუმროს გახსნას კათალიკოს-პატრიარქთან ერთად დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია, რომლის გამოყენებითაც საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ერმა თავისი იდენტობა შეინარჩუნა.

„ჩვენი ერისთვის ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მართლმადიდებლურ რწმენას არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ყაზბეგის რაიონში ახალი 34 ნომრიანი სასტუმრო დღეს გაიხსნა. კვირიკაშვილიმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მოგება საქველმოქმედო მიზანით დაიხარჯება და ადგილობრივების საჭიროებებს მოხმარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]