weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

11:24 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ კონკურენციის სააგენტოში დაუდასტურეს.

ნოდარ ხადური დღეს, დილით გარდაიცვალა. კონკურენციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ, მათი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური სსიპ „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარედ 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. მანამდე, 2012 წლის ოქტომბრიდან ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]