weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2008 წელს არასწორად მოვიქეცით – ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი

13:57 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მკაფიო კავშირს ხედავს 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე რუსეთის თავდასხმას შორის.

რასმუსენმა ამ საკითხზე თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. მას ჰკითხეს – საქართველო უკვე 11 წელია იღებს ნატო-სგან ყოველწლიურ ეროვნულ გეგმას, რა შეიცვალა, სჭირდება თუ არა საქართველოს კიდევ მაპ-ი (MAP) ნატო-ში გასაწევრიანებლად. რასმუსენის პასუხის ქართულენოვან თარგმანს პირველი არხი ავრცელებს.

„ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა მაპ-ი საქართველოსა და უკრაინისთვს. ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჭირო მხარდაჭერას ამისთვის. როგორც იცით, ნატო-ში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთხმად ხდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, ასევე ნატო-უკრაინის კომისია, რომლის ფარგლებშიც რეფორმებზე მუშაობა გრძელდება.

„ეს პროცესი კარგად მიდის.

თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი გზავნილი პუტინს.

ეს იყო მერყეობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატო-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და ნატოსთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, გრძელდება რეფორმების პროცესი და მნიშვნელოვანია, საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს: „რადგან როდესაც ნატო იქნება მზად, თქვენც უნდა იყოთ მზად ნატო-ში შესასვლელად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]