„ვნახე მიმდინარე საუბრები საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის ორ რეგიონთან მიმართებაში გამოყენების გარეშე. ჩემი შეხედულებით, ამ საკითხის განხილვას ახლა აზრი არ აქვს.
მე ვერ ვხედავ ნატო-ს ინტერესს ამასთან დაკავშირებით. ამასთან, არც მე მჯერა, რომ ეს იდეა დროულია არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს საელჩო ნატო-ში აქტიურად უწყობს ხელს უფრო მეტ საქართველოს ნატო-ში და უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს სწორი მიდგომაა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო (NAC) მალე საქართველოში იქნება რათა განიხილოს, როგორ უნდა გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის, დაეხმაროს საქართველოს რეფორმებში, რაც მას ეხმარება წევრობისთვის მომზადებაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აპატურაიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. რასმუსენის თქმით, იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც, თუმცა პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას.
„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.