weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ამ საკითხის განხილვას ახლა აზრი არ აქვს – აპატურაი რასმუსენის წინადადებაზე

22:41 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეხმაურება საქართველოში დაწყებულ დისკუსიას, რომელიც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას მოჰყვა.

„ვნახე მიმდინარე საუბრები საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის ორ რეგიონთან მიმართებაში გამოყენების გარეშე. ჩემი შეხედულებით, ამ საკითხის განხილვას ახლა აზრი არ აქვს.

მე ვერ ვხედავ ნატო-ს ინტერესს ამასთან დაკავშირებით. ამასთან, არც მე მჯერა, რომ ეს იდეა დროულია არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით.

საქართველოს საელჩო ნატო-ში აქტიურად უწყობს ხელს უფრო მეტ საქართველოს ნატო-ში და უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს სწორი მიდგომაა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო (NAC) მალე საქართველოში იქნება რათა განიხილოს, როგორ უნდა გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის, დაეხმაროს საქართველოს რეფორმებში, რაც მას ეხმარება წევრობისთვის მომზადებაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აპატურაიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. რასმუსენის თქმით, იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც, თუმცა პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას.

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]