weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ნატოში არ შევალთ, ეს ჩვენს იმიჯს დააზარალებს - ცხინვალის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი

17:01 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

სამხრეთ ოსეთი კიდეც რომ მიიწვიონ, ნატოში არ შევა. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ჩვენ ვიტყვით ჩვენს მტკიცე არას, თუნდაც, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მოქმედი გენერალური მდივნის საშუალებით გვთხოვოს. სამხრეთ ოსეთი მშვიდობიანი სახელმწიფოა და აგრესიულ ბლოკებში მონაწილეობამ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალოს“, - განაცხადა მედოევმა.

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით კი მედოევი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთისთვის ორივე ვარიანტი მიუღებელია:

„ნატო მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში - ეს სახიფათო ავანტურა პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ძირშივე არ გვაწყობს ნატოში საქართველოს ყოფნა, რამდენადაც ასეთი მეზობლობა შეიძლება, სერიოზული საფრთხე იყოს ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის“.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. რასმუსენის თქმით, იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც, თუმცა პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას.

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

რასმუსენის განცხადებას 11 სექტემბერს გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხის ამჟამად განხილვას აზრი არ აქვს. აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო-ს ინტერესს ამასთან დაკავშირებით ვერ ხედავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]