weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსკოვი დასავლელ პოლიტიკოსებს ურჩევს აზრი აფხაზეთსა და ცხინვალში იკითხონ

11:24 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019
მარია ზახაროვა. ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მარია ზახაროვა. ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოსკოვი დასავლელ პარტნიორებს ურჩევს, აიღონ ბილეთები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასასვლელად და ხალხის აზრი იქ იკითხონ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც ინფორმაციით ემსახურება, ამ სახელმწიფოებში რეალური სიტუაციის ნახვა სურთ, უბრალოდ იქ ჩასვლა შეუძლიათ. როგორც ამბობენ, სიმართლეს ფასი არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში აქვს. ეს ფასი იმ ბილეთის ფასის ექვივალენტია, რომლის შეძენაც და სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში ჩასვლა შეიძლება, შეიძლება უბრალოდ, იმ ადამიანებთან გასაუბრება, რომლებიც იქ ცხოვრობენ და პირდაპირ მათთვის კითხვა, რას ფიქრობენ რეგიონსა და თავის ქვეყნებში სიტუაციაზე, როგორ აფასებენ საკუთარ რეალიებს“, -  ამბობს ზახაროვა.

მისივე თქმით, დასავლელი, განსაკუთრებით კი ამერიკელი კოლეგები შესაშური სიჯიუტით აგრძელებენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებას და ნაცვლად იმისა, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას ხელი შეუწყონ, ყველაფერს აკეთებენ ამ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზებისთვის.

„ისინი საქართველოს ამარაგებენ იარაღით, შეჰყავთ სამხედრო ბლოკებში. ამას ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთლიანად რეგიონში რაღაც „სტაბილურობით“ ხსნიან. გამუდმებით საუბრობენ რუსეთის ოკუპაციაზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, სწორედ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ალიანსში საქართველოს გარანტირებული შესვლის შესახებ „სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთზე აგრესიის პირდაპირ სიგნალად“ მიიღო. ზახაროვა ამბობს, რომ ამ აგრესიამ რეგიონში ახალი რეალიები შექმნა, რომელთა წინაპირობებსაც დასავლეთის ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები აიგნორებენ.

ზახაროვა ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარებით ამყარებენ საკუთარ სახელმწიფოებრიობას და წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობას და საერთაშორისო კავშირებს. მისი შეფასებით, ეს ორი დე ფაქტო რესპუბლიკა შედგა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]