weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თქვენი ამოცანა პრობლემების შექმნა არ არის – გახარია გუბერნატორებს

15:34 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში რეგიონების გუბერნატორებთან პირველი შეხვედრა გამართა და უახლოეს პერიოდში დროში გაწერილი, კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენა დაავალა.

„რეგიონებში ჩვენი მოქალაქისთვის მთავრობის განსახიერება არის ერთადერთი ის ჩინოვნიკი, რომელიც უგვარებს პრობლემას ან ვერ უგვარებს. სწრაფი საქმის კეთება, სწრაფად დროში და რაც მთავარია ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით.

არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება.

იგივე მიდგომა გვაქვს ჩვენს მიმართაც. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა“, – უთხრა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]