„რეგიონებში ჩვენი მოქალაქისთვის მთავრობის განსახიერება არის ერთადერთი ის ჩინოვნიკი, რომელიც უგვარებს პრობლემას ან ვერ უგვარებს. სწრაფი საქმის კეთება, სწრაფად დროში და რაც მთავარია ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით.
არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება.
იგივე მიდგომა გვაქვს ჩვენს მიმართაც. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა“, – უთხრა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.