weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში ოპოზიცია მომხრეებს მიტინგზე გასვლისკენ მოუწოდებს

10:35 კვირა, 15 სექტემბერი 2019
ალხას კვიცინია ალხას კვიცინია

აფხაზეთში ოპოზიცია მომხრეებს მიტინგზე გასვლისკენ მოუწოდებს. პარტია „ამცახარამ“, რომლის კანდიდატიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ალხას კვიცინიაა, აქცია სოხუმში 17 სექტემბრის 11:00 საათისთვის დააანონსა.

ოპოზიციური პარტია მოუწოდებს ყველას, ვინც ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, რომ საზოგადოებრივ შეკრებაზე დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს მიერ კვიცინიას სარჩელის განხილვის დროს მივიდნენ. „ამცახარას“ მოწოდება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მარინა გუმბამ გაავრცელა. მის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შეკრების ადგილს ორგანიზატორები მოგვიანებით დაასახელებენ.

პარალელურად აფხაზეთში მიმდინარეობს საზოგადო მოღვაწეების ხელმოწერების შეგროვება განცხადებაზე, რომელშიც გამოთქმულია იმედია, რომ ე.წ. უზენაესი სასამართლო კვიცინიას სარჩელზე სამართლიან და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 23 ხელმოწერა უკვე შეგროვდა.

ალხას კვიცინია მოითხოვს ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხმათა 47,39%-ით (39 793 ხმა) გაიმარჯვა.

ე.წ. უზენაეს სასამართლოში მისი სარჩელის არსებითი განხილვა 17 სექტემბერს გაიმართება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]