weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

EUMM-ს მანდატი მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა აღსრულდეს – გახარია

17:28 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატი მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა აღრულდეს. ამის თაობაზე გახარიამ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა შეხვედრის დროს ისაუბრეს.

„მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე, თუმცა ასევე აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების საბაზისო უფლებების დაცვას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – აღნიშნა გახიარიამ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოში 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლებისთვის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე აქამდე უარს ამბობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]