საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენას უწოდებს 55 წლის ასაკს გადაცილებული რესპონდენტების 56%, 35 წლიდან 54 წლამდე ასაკის რესპონდენტების 37% და 18-დან 34 წლამდე ასაკის რესპონდენტების 30%.
პასუხი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო, უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 58%-მა გასცა, რაც დასახლების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მას მოსდევს სოფელი, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად 47% აფასებს.
NDI-მ და CRRC–საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარმოადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.