weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

41% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო – NDI

13:09 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე - საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი, გამოკითხულთა 41% პასუხობს, რომ ცუდი მოვლენა იყო, 49% კი ამას კარგ მოვლენად აფასებს. 10%-ი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი „არ იცის“.

საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენას უწოდებს 55 წლის ასაკს გადაცილებული რესპონდენტების 56%, 35 წლიდან 54 წლამდე ასაკის რესპონდენტების 37% და 18-დან 34 წლამდე ასაკის რესპონდენტების 30%.

პასუხი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო, უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 58%-მა გასცა, რაც დასახლების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მას მოსდევს სოფელი, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად 47% აფასებს.

NDI-მ და CRRC–საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარმოადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]