weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

11:08 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ინიციატივით გამოვდიოდი, რომ ეს წესები, რომლებიც ეხება შეწყალებას, იყოს გადახედილი და შემუშავებული პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე უკვე შედგა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩვენი ვერსია პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცემა. უკვე, ალბათ, მომავალი კვირიდან შედგება ის სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს იდიალური წესები, რომ აღარ მოხდეს ასეთი შეშფოთება საზოგადოების.

სანამ ეს წესები შემუშავდება, გამომდინარე ამ ვითარებიდან, რაც შედგა, მე ვაცხადებ, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტი და ეს არის ჩემი სრული უფლება, მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ, როგორ იქნება. წესები შემუშავდება და ჩემ დროს, ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორ იქნება შეწყალება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისია მიმდინარე წლის დასაწყისში გააუქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]