weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შეწყალება ვინმეს გამართლებას არ ნიშნავს – სალომე ზურაბიშვილი

11:33 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემულ შეწყალების აქტზე ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსჯავრდებულის შეწყალება მის გამართლებას, ან სასამართლოს განაჩენის რევიზიას არ ნიშნავს.

„მე მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ბევრს ჰგონია. ეს არ არის გამართლება ვინმესი. ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი. ეს არ არის მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ მდგომი გამოცდილება.

ეს არის სუბიეტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილოება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, შეფასება იმ მოცემულობის და შეფასება ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, მაგრამ ეს არც გამორიცხავს შეცდომას და არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოებების.

ამიტომაც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვდიოდი, რომ ეს წესები რომელიც ეხება შეწყალებას იყოს გადახედელი და იყოს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ამ ახალ წესებს და ჩვენი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავჯდომარეს და ალბათ მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ იმ წესებს, რომ აღარ მოხდეს სწორედ ასეთი შეშფოთება საზოგადოების. ეს წესები შემუშავდება, მაგრამ მე პირადად გამომდინარე ამ ვითარებიდან რაც შედგა, მე ვაცხადებ, როგორც პრეზიდენტი და ეს არის ჩემი უფლება, მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები შემუშავდება და ან ჩემ დროს, ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორ იქნება შეწყალება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პატიმართა შეწყალების გადაწყვეტილებებზე მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო სხვადასხვა ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ კომპეტენციით და არც არანაირად არ ეკუთვნოდა ამ პროცესში ჩართვა. მისგან არ მიმიღია არც რჩევა არანაირი, არც თვითონ არ უკითხავს მისთვის, რას ფიქრობდა რომელიმე გადაწყვეტილებაზე. არ არის მისი კომპეტენცია. ეს სპეკულაციები უნდა გათავდეს, მასზე თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, რამეთუ კიდევ ერთხელ, მე ვარ, მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მინდა ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა.

კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ხშირად ამ ტიპის აჟიოტაჟები აქ, ამ შემთხვევაში მე საზოგადოების აზრი მაწუხებს, თორემ ის მედია აჟიოტაჟი, რაც ხდება რეგულარულად ჩემი რომელიმე უცხოეთში წასვლის წინ, ან დაბრუნებისას, ან წარმატებული ვიზიტის დროს, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი. ახლა სწორად ამ კვირის ბოლოს მივდივარ გაერო-ში, გენერალურ ასამბლეაზე, სადაც უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება ეს არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს უნდა შევიგნოთ, რომ როცა მე ვარ უცხოეთში არ ვარ მე, არამედ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]