weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მედია აჟიოტაჟი, რაც უცხოეთში ჩემს წასვლამდე ხდება, ქვეყანას აზარალებს – პრეზიდენტი

11:53 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდეტმა მის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი უცხოეთში წასვლის ან წარმატებული ვიზიტის დროს რეგულარულად აქვს ადგილი მედია აჟიოტაჟებს, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელია.

„ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ხშირად ამ ტიპის აჟიოტაჟები აქ, ამ შემთხვევაში მე საზოგადოების აზრი მაწუხებს, თორემ ის მედია აჟიოტაჟი, რაც ხდება რეგულარულად ჩემი რომელიმე უცხოეთში წასვლის წინ, ან დაბრუნებისას, ან წარმატებული ვიზიტის დროს, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი. ახლა სწორად ამ კვირის ბოლოს მივდივარ გაერო-ში, სადაც უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და იმედი მაქვს რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება ეს არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის.

ეს უნდა შევიგნოთ, რომ როცა მე ვარ უცხოეთში, არ ვარ მე, არამედ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოს პრეზიდენტს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტის გამო აკრიტიკებენ. 28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.

პრეზიდენტმა შეწყალების კომისია მიმდინარე წლის დასაწყისში გააუქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]