weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“ – ზარდიაშვილი

13:38 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალება „გაუჩალიჩეს“. ზარდიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალებამ ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო ყველა პრეზიდენტის პირობებში.

„ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირები და ჩემთვის ასევე, გაუგებარია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებილი პირები. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მათ შორის როგორც „ქართული ოცნების“ წევრისთვის, მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული ადამიანის შეწყალება.

კითხვები არსებობს და თუ ქალბატონ სალომეს ეს ვიღაცამ მოუწყო, „გაუჩალიჩა“, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. თუარადა, უნდა გაკეთდეს განმარტება, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები.

ჩემი აზრით, ასე ხელაღებით არ შეიძლება მსჯავრდებულების შეწყალება. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“. ეს საკითხი მთლიანად ნეგატიურია, თუმცა ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ ყველა ერთად, პოზიციაც, ოპოზიციაც მზადყოფნას გამოხატავს, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოს პრეზიდენტს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტის გამო აკრიტიკებენ. 28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი. პრეზიდენტის თქმით, შეწყალების წესები დასახვეწია, ამ პროცესის დასრულებამდე კი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]