weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მკვლელის შეწყალება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია – გახარია

15:15 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალება მიუღებელია. მისივე თქმით, შეწყალების მექანიზმს საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, რაც პრეზიდენტმა მორატორიუმის გამოცხადებით დაადასტურა.

„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სალომე ზურაბიშვილმა 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.

პრეზიდენტმა დღეს, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი. პრეზიდენტის თქმით, შეწყალების წესები დასახვეწია, ამ პროცესის დასრულებამდე კი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]