weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართულ მედიაში ყველაზე მეტად ინფორმაციის მიმართ ევროპული სიმშვიდე გვჭირდება – პრეზიდენტი

21:41 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

„დღეს არის პირველი დღე, როცა სხვა ფორმით და ძალიან კონკრეტულად ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველოც შედის ევროპაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნების ცერემონიაზე.

პრეზიდენტის თქმით, „ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნება ძალიან დიდი წინსვლაა საქართველოსათვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია.

„ჩვენ მივიღებთ ევრონიუსიდან არა მხოლოდ პროგრამებს, რომელთა ნაწილიც აქ შემუშავდება, რაც მთავარია, მივიღებთ ევროპულ სტანდარტებს. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ქართულ მედია სივრცეში, სწორედ ეს არის - ევროპული სტანდარტები, ევროპული სიმშვიდე ინფორმაციის მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება, ევროპული პროფესიონალიზმი შემოვა, ევროპული მიუკერძოებლობა ინფორმაციის მიმართ და ევროპული სიმტკიცე, რომ მედიას რაც ეხება ძალიან მკაფიო სტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს.

მე ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ ამით ჩვენ მართლა შევდივართ ევროპულ სივრცეში, მაგრამ ამავდროულად, ეს იქნება საშუალება, რომ გადაღებული პროგრამები რაც ეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის კულტურას, ასევე იქნება გატანილი ევროპაში და „ევრონიუსის“ მეშვეობით სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში გავრცელდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ევრონიუსი საქართველოს“ შექმნის აზრი სალომე ზურაბიშვილს ექვსი თვის წინ, პარიზში ,,ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელიც შემდეგ უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]