weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% უარყოფითად აფასებს – NDI

10:46 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დროს, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება გაუარესდა.

ორგანიზაციებმა 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლებიც, მათ შორის, ინსტიტუტების საქმიანობას ეხება, დღეს წარადგინეს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2018 წლის მარტში, მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დროს, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 17% აფასებდა, 2019 წლის აპრილში კი, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ივლისში 40%-მდე.

„ამ შემთხვევაში უარყოფითმა შეფასებამ გადააჭარბა დადებით შეფასებას, რაც წლების მანძილზე პირველად მოხდა, როცა ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ. 2019 წლის ივლისში პრეზიდენტის საქმიანობას 30% საშუალოდ აფასებდა, მხოლოდ 12% კი კარგად“, – აღინიშნა კვლევის პრეზენტაციაზე.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2 131 პირისპირ ინტერვიუს. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) - საქართველომ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]