weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60 %-ის აზრით მთავრობა ცუდად მუშაობს

11:03 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. 60 %-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს, 32 %-ის შეფასებით – „კარგად“, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 6%-მა დააფიქსირა.

როგორც კვლევის პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2016 წლის მარტიდან უარესდება მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ამ დროს პრემიერ-მინისტრი.

„უმეტესად მაინც მთელი ამ ტალღების მანძილზე პრემიერ-მინისტრის საქმიანობა ფასდებოდა საშუალოდ. ამ ეტაპზე, 2019 წლის ივლისში, 43%-მა შეაფასა საშუალოდ, 28%-მა უარყოფითად, ხოლო 14%-მა დადებითად. 2015 წლის შემდეგ 2019 წელს პირველად მოხდა, რომ უარყოფითმა შეფასებამ გადააჭარბა დადებით შეფასებას“, – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2 131 პირისპირ ინტერვიუს. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) - საქართველომ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]