weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 41% მონაწილეობას არ მიიღებდა – NDI

11:22 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა, 41% კი პასუხობს, რომ არჩევნებზე არ წავიდოდა.

კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, 37% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, გადაუწყვეტელია – 57%, კითხვაზე „არ ვიცი“ 5%-მა უპასუხა, ხოლო პასუხზე უარი 1%-მა თქვა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2 131 პირისპირ ინტერვიუს. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) - საქართველომ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]