weather cur horoscope tv
მაისი 20, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

20 ივნისის ძალადობაზე ნიკა მელიას პასუხისმგებლობას 0% აკისრებს – NDI

13:37 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019
ფოტო © ONNIK JAMES KRIKORIAN/Stratfor ფოტო © ONNIK JAMES KRIKORIAN/Stratfor

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე – ვინ არის უმთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი, გამოკითხულთა 0%-მა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ნიკა მელიას, რომელიც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაშია ბრალდებული.

NDI-ის თანახმად, გამოკითხულთა 92%-სთვის 20 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილი იყო. აქედან 43%-ის აზრით, ძალადობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, 14% კი ამბობს, რომ ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია. 9% პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს, ხოლო 8% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

 

გამოკითხულთა 68% ეთანხმება მოსაზღებას, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, ხოლო 22% მიიჩნევს, რომ სათანადო ძალა იქნა გამოყენებული.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2 131 პირისპირ ინტერვიუს. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) - საქართველომ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]