weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

11:19 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, დღეს, 20 სექტემბერს, საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ გაიმართება. აქციის მონაწილეები სლოგანით „ერთად ერთის წინააღმდეგ“ 19:00 საათზე შეიკრიბებიან და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დანიშვნას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას დაწინაურებით ხელისუფლება დაუპირისპირდა საზოგადოებრივ აზრს.

„თქვენ არ შეისმინეთ ჩვენი მოთხოვნა და არ შეელიეთ გახარიას. ამიტომ, ჩვენ შეგელევით თქვენ ყველას, 2020 წლის მშვიდობიან, პროპორციულ არჩევნებზედა ამის შესახებ შეგატყობინებთ 20 სექტემბერს, 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20 ივნისის მოვლენების სამი თვის თავზე დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პარტიის წევრებიც შეუერთდებიან.

„ასეთი კონსოლიდაცია საზოგადოებისა და ერთიანი ფრონტის შექმნა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს იმიტომ, რომ იცის, ასეთი ერთობით მოხდება მისი დახმარება შემდგომა არჩევნებში“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

საპროტესტო აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა შეიზღუდება. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვის მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

20 ივნისის ღამეს გავრილოვის გამო პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ. ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]